ოთხშაბათის ნაყინი

მაინც გავიდა ერთი თვე და კიდე ცოტა მეტი 😀 ვამცირებ წერას და ეს არ მომწონს, არადა ბევრი ფიქრია ერთად, სინამდვილეში ყველაფერი შეზელილია ერთმანეთში და გამოგლეჯა მიჭირს, რომ ვილაპარაკო, უფრო სწორად ვწერო… ჰოდა ვიფიქრე, სანამ ამ ყველაფერს დავახარისხებ, იქნებ გავიხსენო რამე ბავშვური “საინტერესობები”, სასაცილო, სხვანაირად მოსაგონებელი ამბები და რადგან აღდგომის პერიოდია რატომაც არა გავიხსენოთ ოთხშაბათი, აწ უკვე მოძველებული, დავიწყებული, 90იანებთან ერთად გასახსენებელი ჭიაკოკონობა ^^

აჰამ, აი ეხლა გამარჯობა (პირველი აბზაცი უბრალოდ ფიქრები იყო)

download

მოკლედ ის დრო იყო, წლის განმავლობაში მთელი მეოთხე ბე რომ  ველოდით ჭიაკოკონობის დადგომას ! ბოლოერთი კვირა ხომ წუთებს ვითვლიდით, რა თქმა უნდა, საბურავებთან ერთად 😀 რატომ უნდა ყოფილიყო გოგო ხომ ამ საქმიანობაში ჩართული, თან გაწრიპული რომ მოვაგორებდი საბურავს ჩვენი უბნისკენ უდიდესი აღტყინებით… დედა, რა იყო ეს 😀 ვითომ ეს იყო ჩვენი ტკბილი ბავშვობა? 😀 მოსაღამოვდებოდა და ცეცხლი, დიდი ცეცხლი… გაიჭვარტლე… ნახე, იმათ ჩვენზე დიდი ცეცხლი აქვთ 😐 ფრთხილად… მიდი გადაახტი… მოიცა მოიცა ერთად, ხელები ჩავკიდოთ… მიდი რაღას უცდი, სანამ დედაშენი მოსულა… და რა გასაკვირი იყო თითქმის საბურავისხელა უზარმაზარ ცეცხლში ჩამხტარი ამოვსულიყავი სახლში შავი, ნახევარი ტანსაცმლით და თქვენ წარმოიდგინეთ შეტრუსული წამწამებით 😀

ბევრი გასაღიმებელი მომენტი იყო, თუმცა ეხლა აღარ მეღიმება წამწამები რომ აღარ იზრდება 😐

მოკლედ რატომ დავიწყე ამ ბლოგის წერა… აი ბავშვობა რომ მარტივია და მარტივად სასაცილო…

დედური სიფრთხილეები ყველამ ვიცით… არ გაცივდე და სიცხეში ჯემპრის ჩაცმის მომენტი, ხოდა ნაყინს როგორ მიგვაკარებდა მე და ჩემს ძმას დედა… თან ზუსტად ნაყინის შემოსვლის პერიოდი იყო მაღაზიებში… როგორ მოგვინდებოდა ბავშვებს, ცეცხლით გავარვარებულებს ცივი ნაყინი :(( და აი თურმე რატო დამამახსოვრდა განსაკუთრებულად ერთი ოთხშაბათის ჭიაკოკონობა… მართალია, ნაყინთან ასოცირდება 😀 არ ვიცი ჩემმა ძმამ როგორ, რა ძალებით შეძლო ნაყინის ყიდვა ან როგორ გამოეპარა ეს ფაქტი დედას 😀 საწყალი მომენტს ელოდებოდა ხელი მოეკიდა ჩემთვის, რამეს მოვფარებოდით და ჩუმად მეჭამა ნახევრად დატოვებული ნაყინი, რომელიც გამდნარიყო სასურველი მომენტის დაჭერის პროცესში 😀ice-cream-cartoon-26853985

ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ წამს ! ვჭამდი ნაყინს ოთხშაბათს, ვჭამდი გამურული ხელებით და თან ჩემს ძმას ვუყურებდი შეშინებული თვალებით არავის არ დავენახეთ 😀 მაშინ ვფიქრობდი თუ რამხელა საიდუმლო მქონდა… უნებართვოდ ნაჭამი ნაყინის ამბავი, რომელიც მარტო მე და ჩემმა ძმამ ვიცოდით… მარტო ჩვენ… როგორ გვეგონდა, რომ რაღაც შეუძლებელი გავაკეთეთ, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ,  სურვილი ავიხდინეთ ჩვენით, სურვილი, რომლის ასრულება იმ მომენტში არ შეიძლებოდა

აი ბავშვობაში როგორი განსხვავებული, მარტივად განსხვავებული სურვილები გვქონდა… ახლა ხომ შეგიძლია ნებისმიერ დროს ჭამო ნაყინი, როცა შენ მოგინდება, უბრალოდ ჩახვიდე და იყიდო… დღეს განსხვავებული სურვილები და მიზნები გვაქვს და თუ ბოლოს მაინც შევჭამთ ნაყინს, ეს კარგის ნიშანი იქნება და კიდევ, კიდევ წლების მერე ნაყინის მაგივრად თუ სხვა რამ გავიხსენე და გავიღიმე, მარტივად გავიღიმე ხომ უკეთესი:) ^^

თურმე ნაყინში ყოფილა მთელი საიდუმლოება ! 😀

დროებით

ნუცა/ნუჟა/ნუthა

ჩვენი ჩუსტები :)

მთელი იანვარი, თებერვალი და აი მარტის ჩვიდმეტიც… რას ვაკეთებდით? გამოვიზამთრეთ, დავისვენეთ, მეტად ახლო და თბილი დამოკიდებულება გაგვიჩნდა ბალიშთან, პლედებთან, ფილმებთან, რაღა დავმალო და საჭმელთანაც :დ რამდენი რამ შეიძლება მომეყოლა თქვენთვის ამ დროის განმავლობაში, რამდენ თემაზე შეიძლება გვემსჯელა, რამდენი ცივი და ჩაით სავსე დღეები გამეზიარებინა თქვენთვის, რამდენი თოვლიანი და ბაკურიანული დღეები შეიძლებოდა რომ გამეხსენებინა თქვენთან ერთად, რამდენი გამოცდა ! რამდენი ჩემი მდგომარეობის გამო მეწუწუნა თქვენთან… თქვენ წარმოიდგინეთ კიდევ შემიძლია გავაგრძელო…

მარტია,წესით გაზაფხული, მაგრამ ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე 😦 მარტმა იცის ქარიანი, ცივი დღეები, თბილი დღეების მოლოდინის იმედის ჩაქრობა, გახსენება ზამთრის, სიცივის… მარტმა იცის ფიფქების ჩამოყრა, ქარის წამოღებული ფიფქების… და კიდევ გაყინული, ბნელი დღეების არც თუ სასიამოვნო ამბების გახსნება…

არაუშავს გაციებას, ყელის ტკივილს, სიცხისგან აცრემლიანებულ თვალებს… ზამთარია, სიცივეა და ეს იცის ხოლმე და რომ გაივლის ისიც ვიცით, ამიტომ არ ვღელავთ, მაგრამ რა ვქნათ რომ ვაი აცრემლიანებული თვალები არ არის სიცხის ! მაშინ ხომ ვიცით რომ არ გაივლის, არ გაიკურნება, არ უშველის არც ჩაი, არც “ტაიქოლდი”, არც რაიმე სიცხის დამწევი 😦 ვაი რომ ამისთვის იმუნიტეტი ჯერ არ გაქვს გამომუშავებული, არ ხარ სათანადოდ მომზადებული, ძლიერი… რას დავაბრალოთ ზამთარს? ნუთუ შესაძლებელია ცივმა დღეებმა არამომღიმარი სახეები მოგვიტანოს? ნუთუ შესაძლებელია გრძნობები გაგვიქროს, გაგვაბრაზოს, გაგვანაწყენოს, ჩამოგვაშოროს, უსამართლობას გვაზიაროს და შეგნებულობა გააქროს? 😦 close-up-teary-eye

ჰოდა თუ ეს ზამთრობით იცის, აღარ მინდა ცივი დღეები… არ ვარ ასეთ ცივ დღეებს მიჩვეული… პლედი,  ბევრი პლედი, კიდევ თბილი წინდები, ნაქსოვი ზედები, მაგრამ არ მათბობს 😦 თბილი დღეები მინდა, ახალი გაზაფხული მინდა, ახალი წინდები, ახალი ზედები,ახალი ჩუსტები რომლებიც უკეთ მომერგება და არ გაცვდება 😦

… და ველოდები გაზაფხულს, ველოდები დიდ, ყვითელ მზეს, რომელიც ყოველთვის ჩემი ოთახის ფანჯრიდან ამოდის… ჰოდა როცა მომღიმარი გავიღვიძებ, როცა არ დამეზარება საწოლიდან წამოდგომა,როცა ვნახავ, რომ ჩემი ჩუსტები ადგილზეა და საწოლთან დევს, როცა გამიხარდება რომ წასასვლელი ვარ, წასაკითხი მაქვს, მისაწერი მაქვს, ისტორია მხოლოდ და მხოლოდ გადასამეორებელი… როცა ჩასავლელი მაქვს, როცა სანახავი მაქვს/მყავს, მოსასმენი მაქვს, საყიდელი მაქვს, მარშუტკისთვის ხელი მაქვს დასაქნევი :დ როცა მეტროში “სადგურის მოედნიდან” გასვლის მცდელობა მაქვს, მერე როცა დავიხედავ ჩემს ფეხსაცმელზე და ვნახავ, რომ სუფთაა, მაშინ გავიფიქრებ რომ გაზაფხულია და თბილა ^^yellow-839834_960_720

ჰოდა მოვა გაზაფხული აბა რას იზამს ! წავა ეს შეუგნებელი, არეული და თავის თავში ვერგარკვეული მარტი და გვეშველება ჩვენც ^^

ბედნიერობების სეზონი მოდის, ღიმილის დრო მოდის, თბილი ადამიანების თბილი დღეები მოდის და ველით ჩვენც ❤  ჰო კიდევ როგორ გამომრჩა ნაყინობები )) “სტაკანჩიკი მაროჟნები”

დროებით მეგობრებო ❤

ნუცა/ნუჟა/ნუthა

BLOGYEAR N5 (30 დეკემბერი)

ვიცი, ვიცი გეთახმებით… დღეს ქარიანი კი არა თოვლიანი ამინდი უნდა ყოფილიყო ! ის კი არა და “უფულობას რა ვუთხარი თორემ უფრო მეტადაც შეიძლებოდა გაგვხარებოდა ახალი წელი” ხომ განწყობას გვიკლავს და ეს ამინდიც! ერთადერთი იმედი ამინდი რომ დაგრჩება და ისიც იმედს გაგიცრუებს  😦 ერთი ფიფქი რა იქნებოდა, რომ განწყობა დამბრუნებოდა 😐

დღეს უბრალოდ არ შემიძლია ახალ წელთან დაკავშირებით რამე სახალისო დავწერო იმიტომ, რომ ჩემი განწყობა არ მაძლევს ამის საშუალებას :((( სამაგიეროდ მინდა ერთი ფილმის შესახებ მოგიყვეთ… ახალი წლის დღეებში არა, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად უყურეთ, თუმცა ისიც ვიცი ბევრ თვენგანს ნანახი ექნება უკვე 🙂

ეს  არის  “CAFé DE FLORE”…   ჟან-მარკ ვალის არაჩვეულერივი სცენარით… ორი განსხვავებული ადამიანის ცხოვრების აღწერა…

გაოცდებით, ნამდვილად გაოცდებით, როდესაც ნახავთ როგორ უვლის ჟაკლინი თავის ვაჟს, რომელიც დაუნის სინდრომით არის დაავადებული… იმ დროს, როდესაც ყველა გაკვირვებით უყურებს ამ ადამიანებს, საკუთარ მამასაც კი არ ესმის შვილის, ჟაკლინი  მზად არის ყველა დაბრკოლება გადალახოს და თავის ვაჟთან მაქსიმალურად სიყვარულით გამოიყენოს ის დრო, რაც მას დარჩენია…

CAFE-superJumboერთი მხრივ, ისეთი სითბო და მზრუნველობაა ამ ადამიანებთან, რომ მოგინდებათ მათთან იყოთ და ჩაეხუტოთ რაც ძალი და ღონე გაქვთ ❤ მათი ტრადიციები, მათი გართობა, კოცნა… ყოველ დილით მუსიკის, cafe de flore-ის ჩართვა, ერთმანეთთან გადაჯაჭვული ყოფნა და ბოლო ხმაზე ყვირილი და შიში, რომ მარტო დარჩებიან და აღარ ეყოლებათ გვერდით ის ადამიანი, რომელიც ასე შეუყვარდათ 😦

ერთი მხრივ იმიტომ ვახსენე, რომ არსებობს მეორე მხარე, როცა გიჭირს… არ იცი როგორ მოიქცე, რა არის შენი შვილისთვის უკეთესი და ალბათ შენთვისაც ! ჟაკლინი ამას აცნობიერებს და გადაწყვეტილებას იღებს…

vallee_-_cafe_de_flor_a_l

ამ ფილმში საოცრად ბევრი თემის განხილვა შეიძლება და თუ ამას გადავწყვეტთ საკმაოდ ბევრი საუბარი მოგვიწევს, რაც ალბათ ახალი წლის დღეებში ცოტა მოსაწყენი შეიძლება იყოს :X

უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ შეიძლება განსხვავებული იყოს ადამიანი შენგან, თან შეიძლება რადიკალურადაც და ვერ მიიღო ის, მაგრამ ნუ ვეცდებით ცუდი სიტყვებით მოვიხსენიოთ, დავუკარგოთ არასრულფასოვნების გრძნობა, მაშინ როცა მათ ყველაზე მეტად სიყვარული და ჩახუტება გამოსდით…

ზოგადად, ჩვენ გარშემო ადამიანების ლანძღვას, მათზე ჭორაობას, უმიზეზოდ გულის ტკენას  და ათას სისულელეს თუ გადავეჩვევით ეს საუკეთესო იქნება ჩვენს მიღწევებში…

მადლობა, რომ დრო დამითმეთ

ნუცა/ნუჟა/ნუthა

 

 

 

BLOGYEAR N4 (29 დეკემბერი)

გ ო ზ ი ნ ა ყ ი     დ ა    ს ხ ვ ა   ა მ ბ ე ბ ი . . .

აი მეოთხე დღე და მეოთხე ბლოგეარიც 🙂 

რა ხდება ხოლმე ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული..?  მარტივი პასუხი აქვს… ქეიფი, ტრადიციული მომაბეზრებელი კერძები 😐 ასე ყოველ წელს ვთხოვ დედაჩემს რამე ინტერნაციონალური კერძებით ხომ არ შევხვდეთ ახალ წელს? მაგრამ გავიხედავ და სუფრაზე ბლინჩიკს და მაიონეზ სალათას ვხედავ 😀

-დედა, წელს მაინც გავაკეთოთ რაიმე განსხვავებული! თან ჯეიმი ოლივერის წიგნი მაქვს და შეგვიძლია აქ ვნახოთ რეცეპტები 😦

-სიჩუმე… 😐

აი დღესაც ისე ბედნიერად ვჭრიდი ნიგოზს გოზინაყისთვის… 3 დიდი ჭიქა რომ უნდა გაავსო. უფ დავიღალე 😦 რატომ ვაკეთებთ, ამდენს რატომ ვწვალობთ, ხომ შეიძლება სიმბოლურად ვიყიდოთ ერთი თეფში,მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენს ოჯახში გოზინაყი არ იჭმევა… ( არა, სხვა რა იცი როგორ აკეთებს, როგორ უნდა ვენდოთ)  რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს საჭმელში?!  აი მე გეტყვით, რომ ქართველი კაცი მუშაობს მთელი წელი თავდაუზოგავად, რომ ახალ წელს კარგად ჩასუქებული გოჭი იყიდოს და ზაფხულში ოჯახი გაუშვას ზღვაზე…

არააააააააა ! არ შეიძლება ეს ასე! ვამბობთ – უცხოეთში რატომ უხარიათ შობა და ახალი წელი ასე ძალიან? პასუხი – იმიტომ, რომ ფული აქვთ და ერთმანეთს უამრავ საჩუქარს უკეთებენ 😐 იქნებ ჩვენც გვეცადა და რასაც საჭმელში ვხარჯავთ, იმ ფულით, იმ დროთი ერთმანეთი სიურპრიზებით გაგვეხარებინა… წარმოიდგინეთ, ერთი სალათის გაკეთებას რა დრო უნდა, სანამ მწვანილს დავჭრით, კარტოფილს, კვერცხს და ა.შ… ამ დროის განმავლობაში ხომ შეგვიძლია უკეთ მოვრთოთ ნაძვის ხე და ქვეშ საყვარლად შეფუთული საჩუქრები დავდოთ… ან უბრალოდ წერილები მილოცვებით და თბილი სიტყვებით ^^ მაგრამ არა, აუცილებელია ცაგარელის რჩევებს მივყვეთ, ხელში ბანანი და ფორთოხალი დავიჭიროთ და აქეთ-იქით ვირბინოთ ან ვეწუწუნოთ ერთმანეთს რომ თურმე მორიელს ცუდი წელი ექნება იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ჩავეხუტოთ, მივულოცოთ ახალი წელი და ვუთხრათ რომ გვიყვარს ერთმანეთი ❤

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ტრადიციები, რომლებიც კი არ დაგვღლის, არამედ გაგვახარებს, ნამდვილ საახალწლო განწყობას შეგვიქმნის, დღესასწაულს შეგვაგრძნობინებს და დაგვასვენებს 🙂 ამიტომ ვამბობ, რომ ახალი წლის ემოცია მაშინ მიქრება როცა მთელი საქართველო იწყებს მზადებას 😦 დაფიქრდით, ახალი წელთან რა ასოციაცია გიჩნდებათ? ნათესავებთან გაუთავებელი ქეიფები, უფროსი კაცების ხორხოცი “რამხელა გაზრდილხარ, შე მამაძაღლო” 😀 ნამდვილად სასაცილოა…

მოკლედ არ მინდა  ამ თემის გაგრძელება იმიტომ, რომ ვიცი ვერ გავჩერდები 😀

გილოცავთ დამდეგს და მინდა, რომ საუკეთსოდ შეხვდეთ ამ ახალ წელს, მშვიდად და ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებსაც ნამდვილად უყვარხართ და ბედნიერად, ბუნებრივად გრძნობენ თქვენთან თავს ❤

 

ნუცა/ნუჟა/ნუthა Continue reading “BLOGYEAR N4 (29 დეკემბერი)”

BLOGYEAR N3 (28 დეკემბერი)

ესეც ასე ! სულ რაღაც 3 დღე დაგვრჩა ახალ წლამდე  ^^   მოლოდინია რაღაც საოცარი გრძნობა, მერე ისევ ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება… უჩვეულოდან ჩვეულებრივისკენ…

წინასახაალწლო განწყობას რას ეძახით თქვენ ? ჩემთვის მთელი დღე სახლში, სრულიად მარტო რომ ვარ და N რაოდენობის ჩაის  ვსვამ თოვლის ბაბუის ჭიქით ესეც საახალწლო განწყობაა *_*

იღვიძებთ… 28 დეკემბრის დილაა და აანალიზებთ, რომ სახლში მარტო ხართ, სრულიად თავისუფალი და უსაქმური ^ ^ უკეთესი გრძნობა რაღა გინდათ ? 😀 მიირთმევთ დილიდანვე იმას, რასაც ზოგადად დილას გიკრძალავენ და ახალ წლამდეც – ჩურჩხელას და “ტანგოს” კანფეტებს 😀 არ სვამთ უზმოზე წყალს და რაც შეიძლება ჯანმრთელ საკვებს მიირთმევთ 😀  ფიქრობ თუ რისი გაკეთება შეიძლება… მერე ეჭვის თვალით გახედავ ბარს, აღებ მას და იღებ ჯერ კიდევ გაუხსნელ ვისკის 😀 ფარდებს წევთ და მზად ხართ, ამჯერად საახალწლო ფილმის საყურებლად ❤

კიდევ რჩება დრო იმისათვის, რომ ვიცანცაროთ… მე ამ ინსტრუქციას მივყევი და ვიფიქრე ამდენი უბედური დღეების  შემდეგ ხომ მექნებოდა ბედნიერი დღეებიც… ხოდა თქვენ წარმოიდგინეთ 6ზე მეტი ბედნიერი დღე მაქვს, 6ზე გაცილებით მეტი ^^ და ეს ჩემი ბედნიერი დღები გავიკარი ჩემს ოთახში, დანარჩენი ბედნიერება ცოტა ხნით შევინახე…

B612-2015-12-28-08-57-28

ყოველ დილით ამ სურათებს რომ შევხედო მგონი კარგი აზრია… დილიდანვე ბედნიერი იქნები ადამიანი სანამ რაღაცამ ან ვიღაცამ არ შეგიშალა ამაში ხელი 😀

შეგიძლიათ თქვენც იხალისოთ 😀 მთელ შენს ბედნიერ ცხოვრებას სურათებში რომ ჩაატევ და მერე ტკბები… ეს ძალიან მცირედია და მიხარია, რომ ეს ასეა… მიხარია, რომ მეტი სივრცე მჭირდება, მეტი “შპილკა”, მეტი თოკი ^^

გირჩევთ ასეთი რამ თქვენც სცადოთ… გაგიხარდებათ და თქვენს ოთახსაც გაახალისებთ… სტუმარი თუ მოგივათ, ბევრი საუბარი აღარ მოგიწევთ, რადგან სურათები მოახერხებენ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც მათ გაუჩნდებათ… ^ ^

… დროებით და მისურვეთ, რომ არ გავცივდე საბოლოოდ :(((

ნუცა/ნუჟა/ნუthა

 

BLOGYEAR N2 (27 დეკემბერი)

27 დეკემბრის მოსალმება სასიამოვნოა ^^ ახალი წელი ახლოვდება, თუმცა , სამწუხაოდ, ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ ჩნდება წინაასახალწლო “დეპრესია”, გუნების გაფუჭება, მოწყენილი სახე და უაზრო ემოცია 😦 ადამიანები ხშირად არასასურველ დროს იგებენ არასასიამოვნო, გულდასაწყვეტ ინფორმაციას და მერე, მერე გულნატკენი ხარ, ჩუმად ხარ, შენთვის ხარ და ამაშიც თითქოს გადანაშაულებენ… ძალიან მწყინს, რომ დღევანდელი ბლოგი ასე უემოციოდ და ნაცრისფერ ფერებში დავიწყე 😦 მეგონა, რომ დღეს ბედნიერება ამომეწურა (უყურეთ გრეის ანატომიას და აუცილებლად ჩაწვდებით მის აზრს) და მეშინია, რომ ამ გაწურულ, გამქრალ ბედნიერებას არ ერქმევა დღევანდელი და ის დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება…

TaylorJames1-600x300

ცდილობ, ფიქრობ, რომ ხალხში გასვლა, მეგობრებთან ერთად ფილმის ყურება დაგამშვიდებს, აღარ გაფიქრებს… მაგრამ ეს არ არის საკმარისი…

არ ვიცი ჩვენი ბედნიერების დაბრუნებაში სხვა როგორ დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენი თავისთვის ჩვენვე უნდა ვიბრძოლოთ…

ქუჩაში დაყრილ ნაგავს გვერდი უნდა ავუაროთ თუ მისი აღება შეუძლებელია , მაგრამ თუ მაინც ვეცდებით, სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რომ არ დავისვაროთ 😐

მართლა ვწუხვარ, რომ დღეს ასეთ უღიმღამო თემაზე მომიწია საუბარი, წინ ხომ ახალი წელია და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ გავართულოთ ეს დღეები !

… თუმცა გეტყვით, რომ არ დაკარგოთ საკუთარ თავში რწმენა და გესმოდეთ რა არის თავმოყვარეობა და საკუთარი თავის პატივისცემა… თქვენ თქვენი თავი გაბარიათ, ამიტომ არ გაბედოთ, რომ მას სათანადოდ არ მიხედოთ !

მომალ შეხვედრამდე… ხოდა ეს ბლოგი უბრალოდ გადაიკითხეთ, ისე რომ ვერც მოასწროთ გააზრება 😦  მინდა, რომ კარგ ხასიათზე დარჩეთ 😦

ნუცა/ნუჟა/ნუthა

Blogyear N1 (26 დეკემბერი)

გამარჯობა !

შეიძლება სათაური უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გადავწყვიტე რაღაც “სიახლე” შეომეტანა… youtuber-ებს აქვთ vlogmas-ები 1 დეკემბრიდან მოყოლებული 25 დეკემბრამდე ანუ შობამდე… ისინი ყოველ დღე იღებენ ვიდეოებს თუ როგორ ემზადებიან შობისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში… მე ასეთი აზრი მომივიდა, რომ ყოველ დღე ვიდეობით კი არა, ამჯერად ბლოგებით შეგაწუხოთ  😀 დღეიდან ახალ წლამდე დავწერე ყოველ დღე ბლოგებს ❤ რადგანაც საქართველოში იმეტესობა 25 დეკემბერს არ აღნიშნავს რელიგიდაან გამომდინარე, ბუნებრივია ათვლა დღეიდან გადავწყვიტე 🙂  ახალი წელი მიყვარს, ამიტომ 31 დეკემბერს დავამთავრებ ჩემს (ბლოგიერს ):D  თან ამ წლის ბოლო ბლოგიც გამოვა… მოკლედ შესავალში საოცრად ბევრი ვილაპარაკე 😀

დღეს საოცრად პოზიტიური და მუსიკალური დღე მქონდა ჩემს მეგობრებთან ერთად!  და მინდა თქვენც გადმოგადოთ ჩემი აკრეფილი ბედნიერება “ქუჩის მუსიკის დღეებიდან”…  მიუხედავად იმისა, რომ 35 კაცი ვიყავით მთაწმინდის პარკში 😀 მაინც იგრძნობოდა ხალხმრავლობა 😀 შეძლებისდაგვარად ვედეგით ჯგუფებს გვერდში და რაც შეგვეძლო ვამხნევებდით ❤

არც სიცივემ შეგვაშინა… **********************************************************

WP_20151226_14_56_11_Raw (2)

ორგანიზატორებმა მშვენიერი, ორიგინალური, ოდნავ ბომჟურიც, 90-იანურიც კი შემოგვაპარეს… მაგრამ გაგვათბეს ^^ მოსაღამოვებულზე გაგვანათეს, ახალი წელი კიდევ ერთხელ გვაგრძნობინეს და საკმაოდ სასიამოვნო გარემო შეგვიქმნეს მუსიკის ფონზე :))

 

 

 

 

 

 

კარგი იყო ჩვენი კანფეტ-ჟელიბონ-ტოფიტური ჭიაყელა, რომლის გაზიარებაც არ დაგვენანა ერთ-ერთი ჯგუფის სოლისტისთვისაც^^

WP_20151226_15_43_04_Raw (2)

საკმაოდ კარგი ჯგუფები იყვნენ, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ჯგუფი “რთული კითხვაა”, რომელმაც დასკვნითი ბედნიერება გადმოგვასხა 😀  ცეცხლს მოგვაშორა და სცენასთან მიგვიპყრო (იქ რომ ყოფილიყავით, კარგად გამიგებდით) 😀  მოკლედ აუცილებლად მოუსმინეთ ! საოცარი cover-ებიდან დაწყებული თავიანთი სიმღერებით დამთავრებული :* გემოვნებიანი მუსიკა გვჭირდება  და ასეთ გზას ადგანან ეს ადამიანები… არ ინანებთ ! მენდეთ… ❤

ცოტა დამქანცველი დღე გამოგვივიდა, მაგრამ ღირდა სიამოვნებისთვის ფეხების გაწირვა ^^

ისიამოვნეთ ხალხნო… თან ახალი წლის წინა დღეებში, იბოდიალეთ ყველგან, ყველასთან სადაც კი შეგიძლიათ, ნუ დარჩებით სახლში, გაატარეთ სასიამოვნო დრო სასიამოვნო ადამიანებთან ერთად ^^ კიდევ ჭამეთ პოპკორნი, ბევრი პოპკორნი 😀WP_20151226_15_23_21_Raw (3)

ხვალამდე ❤

ნუცა/ნუჟა/ნუthა